Header Ads

მალხაზ კობაური ხუმრობს კიდეც როცა ექსპერტიზაზე მიმიყვანეს, მითხრეს, შენ კი არ უნდა გამოეგზავნეთ აქ, ის უნდა მოეყვანათ, ვინც შენ გამოგიშვაო-ადვოკატი

მალხაზ კობაური

მალ­ხაზ კო­ბა­უ­რი ხუმ­რობს კი­დეც რო­დე­საც ექ­სპერ­ტი­ზა­ზე მი­მიყ­ვა­ნეს, მი­თხრეს, შენ კი არ უნდა მო­ეყ­ვა­ნე ექ­სპერ­ტი­ზა­ზე, ის უნდა მო­ეყ­ვა­ნათ, ვინც შენ აქ გა­მო­გიშ­ვაო, ამის შე­სა­ხებ სმი­ტე­ბის ოჯა­ხის სამი წევ­რის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მალ­ხაზ კო­ბა­უ­რის ად­ვო­კატ­მა ლექ­სო კო­ბა­ი­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. კო­ბა­ი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულს ფსი­ქი­კურ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა ამ დრომ­დე უტარ­დე­ბა. ად­ვო­კა­ტი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ექ­სპერ­ტი­ზა ბრალ­დე­ბუ­ლის შე­რა­ცხა­დო­ბას და­ად­გენს.

„რაც შე­ე­ხე­ბა ფსი­ქი­კურ-ფსი­ქო­ლო­გი­ურ ექ­სპერ­ტი­ზას, მას­ზე ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს დაკ­ვირ­ვე­ბა. კარ­გია, რომ მსგავ­სი ტი­პის ექ­სპერ­ტი­ზა ტარ­დე­ბა, რად­გან ცალ­სა­ხად და­დას­ტურ­დე­ბა, რომ კო­ბა­უ­რი არის ჯან­მრთე­ლი და გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ჯან­მრთელ ადა­მი­ანს ეს და­ნა­შა­უ­ლი მარ­ტოს ჩა­ე­დი­ნა. თვი­თონ ამ­ბობს, რომ შე­რა­ცხა­დი ვარო და ხუმ­რობს კი­დეც რო­დე­საც ექ­სპერ­ტი­ზა­ზე მი­მიყ­ვა­ნეს, მი­თხრეს, შენ კი არ უნდა მო­ეყ­ვა­ნე ექ­სპერ­ტი­ზა­ზე, ის უნდა მო­ეყ­ვა­ნათ, ვინც შენ აქ გა­მო­გიშ­ვაო. თა­ვი­დან ის ნამ­დვი­ლად არ იყო ასეთ გან­წყო­ბა­ზე და მუდ­მი­ვად თავი ჰქონ­და დახ­რი­ლი, მაგ­რამ საქ­მე­ში ჩვე­ნი ჩარ­თვის შემ­დეგ, უფრო ლაღი გახ­და და ცდი­ლობს, გა­მოკ­ვე­თოს ის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რო­მელ­საც რე­ა­ლუ­რად ჰქონ­და ად­გი­ლი“, გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ლექ­სო კო­ბა­ი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაც­ვის მხა­რე არ და­ე­ლო­დე­ბა ბრალ­დე­ბის მხა­რეს, მალ­ხაზ კო­ბა­ურს გა­მო­კი­თხავს და კო­ბა­უ­რის ნე­ბარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, მისი ჩვე­ნე­ბა სა­ჯა­რო გახ­დე­ბა. ად­ვო­კა­ტის თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლი „კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და სექ­სუ­ა­ლურ აქტს“.

რაც შე­ე­ხე­ბა მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას, ლექ­სო კო­ბა­ი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ჩა­ნიშ­ნუ­ლია კომ­პლექ­სუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მელ­მაც უნდა და­ად­გი­ნოს, თუ ვინ გა­და­ად­გილ­დე­ბო­და მკვლე­ლო­ბის დროს იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და.

„ეს ჩვენ­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ეს ჩვე­ნი ვერ­სი­ის სის­წო­რეს დად­გენს. ფაქ­ტია, რომ დღეს­დღე­ო­ბით მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ ანა­ლი­ზი, რომ კო­ბა­უ­რი აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულს ვერ ჩა­ი­დენ­და. ის არის მთა­ვა­რი მოწ­მე. სამ­წუ­ხა­როდ, ბრალ­დე­ბის მხა­რე ცდი­ლობს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის პო­ზი­ცია სხვა­ნა­ი­რად გა­ამ­ყა­როს“, გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ი­ძემ.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.