ისლანდიის ეროვნულ ნაკრებს ერიკ ჰამრენი უხელმძღვანელებს

ისლანდიის ეროვნულ ნაკრებს შვედი სპეციალისტი ერიკ ჰამრენი გაწვრთნის. ამის შესახებ ისლანდიის საფეხბურთო ასოციაცია წერს.
მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰამრენი ორი წლით დაინიშნა. ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს მის თანაშემწეს, ფრეირ ალექსანდერსონსაც.
ჰამრენი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰეიმირ ჰადლიგრიმსონს ჩაანაცვლებს, რომელმაც გუნდი ერთი თვის წინ დატოვა.
2018 წლის მუნდიალზე ისლანდიის ნაკრებმა მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება შეძლო და ფლეიოფში ვერ მოხვდა.
წყარო