Header Ads

ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრები აირჩია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩიეს.

73 საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობებზე სულ 173 განაცხადი შევიდა. 23 (31.5%) საარჩევნო ოლქში მხოლოდ თითო კანდიდატი დარეგისტრირდა, 26 (35.6%) საარჩევნო ოლქში ორ-ორი და დანარჩენ 24 საარჩევნო ოლქში (32.9%) სამი და მეტი კანდიდატი.

ვინაიდან ხმათა უმრავლესობით ვერ აირჩა №21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი, გამოცხადდა ხელახალი კონკურსი და კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის ვადებში, ცესკომ 6 აგვისტოს გამართულ სხდომაზე აირჩია გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი, კონკურსში 8 კანდიდატი მონაწილეობდა.

სულ, დროებითი წევრების შესარჩევ კონკურსში 113 (62%) ქალი და 68 (38%) კაცი იღებდა მონაწილეობას, არჩეულ იქნა 40 (55%) ქალი და 33 (45%) კაცი.

ცესკოს მიერ არჩეულ სამოცდაცამეტივე დროებით წევრს აქვს საარჩევნო სფეროში, კონკრეტულად კი საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, მათ შორის ერთ პირს სადამკვირვებლო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებაც.

ცნობისთვის, ცესკომ 1 აგვისტოს, არჩევნების დანიშვნისთანავე, კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინებით გამოაცხადა ორდღიანი კონკურსი და შესაბამისი განკარგულება დაუყოვნებლივ გამოაქვეყნა ცესკოს ვებგვერდზე.

​არჩევნების დანიშვნის შემდეგ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ცესკო ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის ერთ დროებით წევრს შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით, ხოლო დანარჩენ 6 წევრს საარჩევნო კოდექსის მე-13 მუხლით განსაზღვრული პარტიები ნიშნავენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩიეს.

73 საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობებზე სულ 173 განაცხადი შევიდა. 23 (31.5%) საარჩევნო ოლქში მხოლოდ თითო კანდიდატი დარეგისტრირდა, 26 (35.6%) საარჩევნო ოლქში ორ-ორი და დანარჩენ 24 საარჩევნო ოლქში (32.9%) სამი და მეტი კანდიდატი.

ვინაიდან ხმათა უმრავლესობით ვერ აირჩა №21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი, გამოცხადდა ხელახალი კონკურსი და კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის ვადებში, ცესკომ 6 აგვისტოს გამართულ სხდომაზე აირჩია გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი; კონკურსში 8 კანდიდატი მონაწილეობდა.

სულ, დროებითი წევრების შესარჩევ კონკურსში 113 (62%) ქალი და 68 (38%) კაცი იღებდა მონაწილეობას; არჩეულ იქნა 40 (55%) ქალი და 33 (45%) კაცი.

ცესკოს მიერ არჩეულ სამოცდაცამეტივე დროებით წევრს აქვს საარჩევნო სფეროში, კონკრეტულად კი საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, მათ შორის ერთ პირს სადამკვირვებლო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებაც.

ცნობისთვის, ცესკომ 1 აგვისტოს, არჩევნების დანიშვნისთანავე, კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინებით გამოაცხადა ორდღიანი კონკურსი და შესაბამისი განკარგულება დაუყოვნებლივ გამოაქვეყნა ცესკოს ვებგვერდზე.

​არჩევნების დანიშვნის შემდეგ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ცესკო ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის ერთ დროებით წევრს შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით; ხოლო დანარჩენ 6 წევრს საარჩევნო კოდექსის მე-13 მუხლით განსაზღვრული პარტიები ნიშნავენ.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.