ინგუშეთში აქცია ორი დღით გაახანგრძლივეს

ინგუშეთის ხელისუფლება მეგასში მიტინგის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, რომელიც 4 ოქტომბერს დაიწყო. ინგუშებს მიტინგის ჩატარების უფლება 16-17 ოქტომბერს მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
ინგუშეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ 18 ოქტომბერს მეგასში დაგეგმილია „კულტურული ღონისძიებები“, თუმცა რაზეა ლაპარაკი მედიისთვის უცნობია.
6 ოქტომბერს, ინგუშეთის პარლამენტის დეპუტატმა სეტ სალიმ ახილგოვმა განაცხადა, რომ 8 ოქტომბერს დეპუტატები განმეორებით მისცემენ ხმას ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ შეთანხმებას.
მრავალათასიანი პროტესტი მეგასში 4 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ რაც ინგუშეთის პარლამენტმა ჩეჩნეთთან ადმინისტრაციული საზღვარი დააკანონა, ხოლო რესპუბლიკის ლიდერმა იუნუს ბეგ ევკუროვმა კანონს ხელი მოაწერა. ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის შეთანხმება ტერიტორიებს გაცვლას გულისხმობს.
წყარო