ქუთაისში ავტომანქანების უნებართვო ბაზრობა გაუქმდა

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე უნებართვო ავტო ბაზრობა გაუქმდა. შესაბამის ადგილზე „დგომა-გაჩერების ამკრძალავი“ საგზაო ნიშანი დაამონტაჟეს. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ წერს.
როგორც ზედამხედველობის სამსახურში აცახდებენ, გარდა იმისა, რომ ბაზრობა უნებართვო იყო. ასევე, ხელს უშლიდა მოსახლეობას გადაადგილებაში. დღეიდან საპატრულო პოლიცია უფლებამოსილი იქნება დამრღვევი მძღოლები დააჯარიმოს.
წყარო