მცხეთაში საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთაში „საპატიო მოქალაქეების“ წარდგენა-დაჯილდოება გაიმართა. ამის შესახებ 1tv წერს.
მცხეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ ტოჩინოშინს ლევან გორგაძეს, სასულიერო პირს დავით ჯიშკარიანს, ნიჩბოსან ზაზა ნადირაძეს, ბავშვთა კარდიოქირურგს თორნიკე სოლოღაშვილსა და რეჟისორ გიორგი ოვაშვილს.
მცხეთის „საპატიო მოქალაქეებს“ პრიზები ადგილობრივი მერიის წარმომადგენლებმა გადასცეს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა.
წყარო