პორტუგალიაში ქარიშხალმა ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

ქარიშხალ „ლესლის“ გამო ცენტრალურ და ჩრდილოეთ პორტუგალიაში 300,000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სტიქიამ ასობით ხე წააქცია. დაზიანებულია ელექტროსადენები. ამის შესახებ BBC წერს.
ქარიშხალი პორტუგალიას შაბათს ღამით დაატყდა თავს. გამოცემის ინფორმაციით, სხეულის უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო 27-მა ადამიანმა. გაუქმდა ავიარეისებიც.
ამ დროისთვის ქარიშხალი ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილისკენ გადაადგილდება. ქარის სიჩქარე ეპიცენტრში 176კმ/სთ-ს აღწევს.
წყარო