პაკისტანში საყოველთაო არჩევნები იმართება

თითქმის 9 მილიონი პაკისტანელი დააფიქსირებს თავის არჩევანს საყოველთაო არჩევნებში, რომელიც დღეს იმართება. ამომრჩევლებმა ეროვნულ (11 კანონმდებელი) და პროვინციულ (24 კანონმდებელი) ასამბლეაში 35 წარმომადგენელი უნდა აირჩიონ. ამის შესახებ Anadolu წერს.
პაკისტანში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. არჩევანის გაკეთებას ადგილობრივები 17:00-მდე შეძლებენ.
პირველად პაკისტანის ისტორიაში საარჩევნო პროცესში ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი მოქალაქეებიც მონაწილეობენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არჩევანის გაკეთება მათ ინტერნეტის მეშვეობით შეუძლიათ.
წყარო