სომხეთისა და გიბრალტარის გუნდების მატჩზე ლიხტენშტეინის ეროვნული ჰიმნი ჩართეს

უხერხული ინციდენტი მოხდა ერევანში. სომხეთისა და გიბრალტარის გუნდების მატჩზე ლიხტენშტეინის ეროვნული ჰიმნი ჩართეს. ამის შესახებ ABC-ი წერს.
სტუმართა დელეგაციის წარმომადგენელმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მასპინძლებმა ამ გაუგებრობისთვის ბოდიში მოიხადეს. მატჩი ერევანში სტუმართა გამარჯვებით 0-1 დასრულდა.
D დივიზიონის მეოთხე ჯგუფში 9 ქულით მაკედონია ლიდერობს, სომხეთს, ლიხტენშტეინსა და გიბრალტარს კი 3-3 ქულა აქვთ.
წყარო