მედია: ლუკა მოდრიჩს „რეალიდან“ წასვლა სურს

სპორტული გამოცემების ინფორმაციით, 33 წლის ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გუნდში შექმნილი სიტუაციით და 'რეალიდან' წასვლა სურს.
ვრცელდება ცნობა, რომ 'ინტერი' მზადაა განაახლოს მოლაპარაკება „რეალთან” ლუკა მოდრიჩის ტრანსფერის თაობაზე იანვარში.
იტალიურ კლუბს ზაფხულშიც უნდოდა ხორვატის გადაბირება, მაგრამ მაშინ სამეფო კლუბმა მოდრიჩი არ გაუშვა. ხორვატს ცუდი ურთიერთობა აქვს „რეალის“ ახლანდელ მთავარ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგისთან და მისი ურთიერთობა არც გუნდის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან არის სახარბიელო.მადრიდული სამეფო კლუბი მოდრიჩის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მანამდე სურს ასეთივე დონის ვარსკვლავი შეიძინოს.
„რეალის“ ინტერესთა სფეროში შედის „პარი სენ-ჟერმენის“ ორი ფეხბურთელი კილიან მბაპე და ნეიმარი.
წყარო