Header Ads

თურქეთში ჟურნალისტს ერდოღანის...

ჰუსნი მაჰალი



სტამბოლის სისხლის სამართლის სასამართლომ სირიის სააგენტო САНА-ს ჟურნალისტ ჰუსნი მაჰალის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის 4 წლით და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას სააგენტო САНА ავრცელებს.


სასამართლომ ჟურნალისტს რამდენიმე ბრალდება წაუყენა. მათ შორის 1 წელი, 8 თვე და 25 დღე მიუსაჯა თურქეთის სახელმწიფოს შეურაცხყოფისთვის, რადგან ჟურნალისტმა თურქეთი სირიაში ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ასევე 2 წლით, 5 თვით და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა თავად ქვეყნის ლიდერის კრიტიკისა და შეურაცხყოფისთვის.


დაკავებული ჟურნალისტების ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.



წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/09/%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%94%e1%83%97%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9f%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%9d/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.