Header Ads

ლოს-ანჯელესში ზაზა ხალვაშის „ნამე“-ს...

ნამე ოსკარი ოქროს გლობუსი



ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიის ფარგლებში, ზაზა ხალვაშის ‘ნამეს’ პირველი ოფიციალური ჩვენება გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.


ფილმი ლოს-ანჯელესში, ბევერლი ჰილზის კინოთეატრში აჩვენეს და მას ამერიკის კინოაკადემიის წევრები, კინოსფეროს და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ცენტრის ცნობით, ‘ნამე’ ამერიკულმა აუდიტორიამ კარგად მიიღო. ფილმმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. წინ კიდევ 2 ჩვენებაა.


სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, თუ რომელი ქართული ფილმი იბრძოლებს ოსკარისა და ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის.


სპეციალურმა კომისიამ წელს არჩევანი ზაზა ხალვაშის ფილმზე „ნამე’ გააკეთა. 


„ნამე’ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა ტოკიოს ა-კლასის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამეს და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე – მოლა, ხოლო მესამე – მღვდელი. სოფელში მაჰმადიანები და მართლმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოში კი მეჩეთია.


ოქროს გლობუსის ნომინანტთა სია დეკემბერში, ხოლო ოსკარის – იანვრის თვეში გახდება ცნობილი.



წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/08/%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%af%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%96%e1%83%90%e1%83%96%e1%83%90-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%95%e1%83%90/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.