Header Ads

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ბიუჯეტის...

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი



პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს  2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტი განიხილა და მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ სხდომაზე განაცხადა,  ახალ ვერსიაში მთავრობამ საპარლამენტო კომიტეტების წინადადებები გაითვალისწინა.


კერძოდ, პირველად წარდგინებასთან შედარებით, ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა გაზრდილია 375 მლნ ლარით  და  12 მილიარდ 986 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო ხარჯვითი ნაწილის ზრდამ 268 მილიონი ლარი შეადგინა და 12 მილიარდ 997 მილიონ ლარს მიაღწია.

 „გადამუშავებული ვერსიით, დამატებით დაფინანსებას  მიიღებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, თავდაცვის, ეკონომიკის სამინისტროს მთელი რიგი პროგრამები. მათ შორის, 69 მლნ 500 ათასი ლარია განსაზღვრული  ნაკლებად დაცული ოჯახების ბავშვებისთვის. 50-ლარიან დახმარებას, დაახლოებით, 144 000 ბავშვი მიიღებს“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.


რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული ინდიკატორები სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში უცვლელი დარჩა, კერძოდ, 2019 წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 4,5 %-ით,  ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ით, ხოლო   ხოლო საბიუჯეტო დეფიციტი – 2,6%-ით განისაზღვრა.


2019 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს საპარლამენტო ოპოზიცია. როგორც უმცირესობაში აცხადებენ, ეს ბიუჯეტი კვლავ ხმარდება უსარგებლო ხარჯებს.



პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს  2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტი განიხილა და მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ სხდომაზე განაცხადა,  ახალ ვერსიაში მთავრობამ საპარლამენტო კომიტეტების წინადადებები გაითვალისწინა.


კერძოდ, პირველად წარდგინებასთან შედარებით, ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა გაზრდილია 375 მლნ ლარით  და  12 მილიარდ 986 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო ხარჯვითი ნაწილის ზრდამ 268 მილიონი ლარი შეადგინა და 12 მილიარდ 997 მილიონ ლარს მიაღწია.

 „გადამუშავებული ვერსიით, დამატებით დაფინანსებას  მიიღებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, თავდაცვის, ეკონომიკის სამინისტროს მთელი რიგი პროგრამები. მათ შორის, 69 მლნ 500 ათასი ლარია განსაზღვრული  ნაკლებად დაცული ოჯახების ბავშვებისთვის. 50-ლარიან დახმარებას, დაახლოებით, 144 000 ბავშვი მიიღებს“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.


რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული ინდიკატორები სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში უცვლელი დარჩა, კერძოდ, 2019 წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 4,5 %-ით,  ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ით, ხოლო   ხოლო საბიუჯეტო დეფიციტი – 2,6%-ით განისაზღვრა.


2019 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს საპარლამენტო ოპოზიცია. როგორც უმცირესობაში აცხადებენ, ეს ბიუჯეტი კვლავ ხმარდება უსარგებლო ხარჯებს.წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/08/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%af%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%9d-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.