Header Ads

გამყოფი ხაზის მიმდებარე 5 სოფლისთვის 3.2...

გამყოფი ხაზი



გორის, ზუგდიდის, ონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის მიმდებარე 5 სოფელში საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, დაახლოებით, 3.2 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ ინფორმაციას droa.ge ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.


სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. მათ შორის, 62 სოფელში 14 ათასამდე აბონენტი გაზიფიცირდა, ასევე, გორის, ქარელის, კასპის, საჩხერის, ონისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების 12 ათასზე მეტმა ოჯახმა მიიღო დახმარება, რეაბილიტაცია ჩაუტარდა, დაახლოებით, 40 კმ გზას და 2 მილიონი ლარზე მეტი დაიხარჯა ნაპირდამცავი სამუშაოებისთვის. ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 400-ზე მეტი აბონენტი, რომელიც გამყოფ ხაზთან ცხოვრობს, ელექტროენერგიას მიიღებს. 


8 ნოემბერს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო გამყოფ ხაზთან მცხოვრები ოჯახების გათბობის მიზნით თანხას გამოყოფს. ასევე ცნობილი გახდა, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების 1200 სტუდენტს სწავლა დაუფინანსდება.



წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/08/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%96%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94-5/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.