Header Ads

ჩრდილოკორეელმა ჰაკერებმა ბანკომატებიდან...

ბანკომატი



ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულმა ჰაკერთა ჯგუფმა აზიისა და აფრიკის მასშტაბით ბანკომატებიდან მილიონობით დოლარი მოიპარეს. ამის შესახებ The Verge-ი წერს


Symantec-ის მიერ გავრცელებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ ჰაკერებმა ამისთვის ვირუსი Trojan.Fastcash გამოიყენეს, რათა სერვერი, რომელიც ბანკომატებს აკონტროლებს დაეზიანებინათ. 


ჰაკერთა ჯგუფი Lazarus-ის სახელით არის ცნობილი. 


მსგავსმა თავდასხმება სისტემატური ხასიათი 2016 წლიდან მიიღო. 2017 წელს ბანკომატებს ჰაკერები 30 სხვადასხვა ქვეყანაში დაესხნენ თავს. მიმდინარე წელს კი მსგავსი კიბერშეტევის მსხვერპლი 23 ქვეყანა გახდა. 


2017 წელს კიბერთავდასხმებმა მსოფლიო 600 მილიარდი დოლარით აზარალა, რაც გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 0.8% არის. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს კიბერშეტევების შედეგად მიყენებული ზარალი მსოფლიოში 445 მილიარდ დოლარს არ აღემატებოდა.



წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/08/%e1%83%a9%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%b0%e1%83%90%e1%83%99%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9b/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.