საფეხბურთო კლუბ „მონაკოს“ საქმეზე ყოფილ...

მონაკოს იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ფილიპ ნარმინოს კორუფციის ბრალდება წაუყენეს. საქმის მასალების მიხედვით, ნარმინოს რუს მილიარდერ, „მონაკოს“ საფეხბურთო კლუბის მფლობელ დიმიტრი რიბოლოვლევთან კავშირში ადანაშაულებენ.
მედიის ცნობით, ნარმინოს გავლენებით ვაჭრობასა და გამოძიების მასალების გათქმაში ადანაშაულებენ. ბრალი აქვთ წაყენებული ნარმინოს მეუღლესა და ვაჟს ანტუანს.
მიმდინარე წლის 6 ნოემბერს მონაკოში დააკავეს რუსი მილიარდერი, საფეხბურთო კლუბ „მონაკოს“ მფლობელი დიმიტრი რიბოლოვლევი. ბიზნესმენმა 2011 წელს შეიძინა „მონაკოს“ საკონტროლო პაკეტი. საინფორმაციო საშუალებებში ადრე გავრცელებული ცნობებით, რიბოლოვლევი კლუბში ფულს დებდა ფინანსური წესებისთვის გვერდის ავლით.
კლუბი უარყოფს ასეთ ბრალდებებს. გამოცემა „ფორბსის“ რეიტინგით, რიბოლოვლევი მე-15 ადგილზეა უმდიდრესი რუსების სიაში. მისი ქონება 7,3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. 2010 წლამდე ის კომპანია „ურალკალის“ ფაქტობრივ მფლობელად ითვლებოდა. ამჟამად მის ხელშია „Bank of Cyprus“-ის საკონტროლო პაკეტი.
https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/08/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%ae%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9d-%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%91-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%a1/
