Header Ads

ქართველი ლექტორი, რომელმაც 33 სტუდენტი ოჯახს...

ქართველი ლექტორი, რომელმაც 33 სტუდენტი ოჯახს...


1994 წლის ზა­ფხულ­ში ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის მე­ო­რა­დი ფა­კულ­ტე­ტის რე­ლი­გი­ის ლექ­ტორ­მა რეზო ბაქ­რა­ძემ 33 სტუ­დენ­ტთან (22 ბიჭი და 11 გოგო) ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა. ისი­ნი ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობ­დნენ, შემ­დეგ კა­ნა­და­ში გა­და­ვიდ­ნენ. მშობ­ლებ­მა ზუს­ტად არ იცი­ან, რა­ტომ გაჰ­ყვნენ მათი შვი­ლე­ბი უცხო­ეთ­ში ჩუ­მად სა­კუ­თარ ლექ­ტორს, სტუ­დენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას დღეს გვარ-სა­ხე­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი შეც­ვლი­ლი აქვს. გვარ-სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლი აქვს რეზო ბაქ­რა­ძე­საც. მას თე­ო­ფი­ლე მა­ლა­ქი­ას სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტუ­დენ­ტე­ბი საყ­ვა­რელ ლექ­ტორს გე­ნე­რალს ეძახ­დნენ, გე­ნე­რალ­მა სა­კუ­თა­რი სექ­ტა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა და სა­ვა­რა­უ­დოდ, სტუ­დენ­ტე­ბი სწო­რედ ამ სექ­ტის წევ­რე­ბი არი­ან. თუმ­ცა, რას ას­წავ­ლის თე­ო­ფი­ლე მა­ლა­ქი­ას მო­ძღვრე­ბა, უც­ნო­ბია.სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, თე­ოფ­ლე მა­ლა­ქია სა­კუ­თარ სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად ტო­რონ­ტო­ში ერთ ბა­ნა­კად ცხოვ­რობს, გო­გო­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა მისი ცოლი გახ­და. შვი­ლე­ბიც გა­უ­ჩი­ნეს და სა­ქარ­თვე­ლო და­ი­ვი­წყეს. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც მა­ლა­ქი­ას საყ­ვა­რე­ლი სტუ­დენ­ტი ბიზ­ნე­მე­ნებს მო­უ­წო­დებ­და და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნათ ისი­ნი, რად­გან ევან­გე­ლის­ტუ­რი ეკ­ლე­სი­ის აშე­ნე­ბა სურ­დათ. ეს ჩა­ნა­წე­რი ერთ-ერთი სტუ­დენ­ტის დე­დამ ინ­ტერ­ნეტ­ში ნახა. ყვე­ლა მათ­გა­ნი, რო­მე­ლიც მა­ლა­ქი­ამ ტო­რონ­ტო­ში წა­იყ­ვა­ნა, გა­ნათ­ლე­ბუ­ლია, რამ­დე­ნი­მე ენას ფლო­ბენ, ყვე­ლა მათ­გა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლია და და­საქ­მე­ბუ­ლი. აქვთ სა­ერ­თო ყუ­ლა­ბა, რო­მელ­საც სწო­რედ თე­ო­ფი­ლე მა­ლა­ქია გან­კარ­გავს. ამ­ბო­ბენ, რომ რეზო ბაქ­რა­ძეს ზე­მოქ­მე­დე­ბის სა­ო­ცა­რი უნა­რი აქვს. მას ვერ აკა­ვებს ვერც ერთი ქვეყ­ნის პო­ლი­ცია, რად­გან სტუ­დენ­ტე­ბი სა­კუ­თა­რი ნე­ბით გაჰ­ყვნენ.

თავ­და­პირ­ვე­ლად რეზო ბაქ­რა­ძემ სტუ­დენ­ტე­ბი თურ­ქეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნა, მას ამა­ში დალი ყა­რა­უ­ლაშ­ვი­ლი და­ეხ­მა­რა. ბაქ­რა­ძე და მისი სტუ­დენ­ტე­ბი სწო­რედ მას­თან ცხოვ­რობ­დნენ თურ­ქეთ­ში.

1994 წლის ივ­ლის­ში რეზო ბაქ­რა­ძემ და­მი­რე­კა თურ­ქეთ­ში და მი­თხრა, რომ ოჯახ­თან ერ­თად უნ­დო­და ჩა­მოს­ვლა და მე, რა თქმა უნდა, დახ­მა­რე­ბა­ზე უარი არ მით­ქვამს. ერთ კვი­რა­ში სას­ტუმ­როს პერ­სო­ნა­ლი მა­ტყო­ბი­ნებს, შენ გკი­თხუ­ლო­ბე­ნო. ჩა­ვე­დი და სას­ტუმ­როს წინ საბ­ჭო­უ­რი ტი­პის წი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სი­დან რეზო ჩა­მო­ვი­და, ხელი ჩა­მო­მარ­თვა, მო­მე­სალ­მა. ვკი­თხე, მე­უღ­ლე და შვი­ლი სად არი­ან-მეთ­ქი. მი­პა­სუ­ხა, ავ­ტო­ბუს­ში არი­ა­ნო. ვუ­თხა­რი, ჩა­მო­ვიდ­ნენ და ავ­ტო­ბუ­სი გა­უშ­ვი-მეთ­ქი და გა­ე­ღი­მა, მარ­ტო არა ვარ­თო. ავ­ტო­ბუს­ში რომ ავე­დი, შოკ­ში ჩავ­ვარ­დი, ავ­ტო­ბუს­ში 33 სტუ­დენ­ტი იჯდა. რა ხდე­ბა-მეთ­ქი, ვკი­თხე რე­ზოს და მი­თხრა, კა­ნა­და­ში გვინ­და გას­ვლა და უნდა დაგ­ვეხ­მა­როო… 36 ადა­მი­ა­ნი ჩემს სას­ტუმ­რო­ში და­ვა­ბი­ნა­ვე, იხ­სე­ნებს ყა­რა­უ­ლაშ­ვი­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. დალი ყა­რა­უ­ლაშ­ვი­ლი რეზო ბაქ­რა­ძის სტუ­დენ­ტი იყო. ის ამ­ბობს, რომ ბაქ­რა­ძე სტუ­დენ­ტებს ცხვრებს ეძახ­და და ამ­ბობ­და, ამათ რა­საც მინ­და იმას გა­ვა­კე­თე­ბი­ნებ, თუ მინ­და კლდი­დან გა­დახ­ტე­ბი­ა­ნო.

მისი თქმით, ბაქ­რა­ძე სტუ­დენ­ტებს თა­ვი­სუ­ფა­ლი სექ­სის­კენ ან მას­ტურ­ბა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დებ­და. არ უყ­ვარ­და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე და ქარ­თუ­ლი ენა; ამ­ბობ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა მძი­მე იყო. ყა­რა­უ­ლაშ­ვი­ლი იმ დღე­საც იხ­სე­ნებს, როცა მე­სი­ის სახ­ლში საყ­ვა­რე­ლი ლექ­ტო­რის და მისი სტუ­დენ­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო შეკ­რე­ბა ნახა.

მახ­სოვს, ერთხელ, მას­თან სახ­ლში მო­უ­ლოდ­ნე­ლად სტუმ­რად მი­ვე­დი, სა­ღა­მო ხანი იქ­ნე­ბო­და, მისი სა­მუ­შაო ოთა­ხი ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი იყო. რომ შე­ვე­დი, ხმე­ბი მო­მეს­მა და სიბ­ნე­ლე­ში­ვე გა­მო­ვა­ცხა­დე, ვინ ვი­ყა­ვი და შუქი ავან­თე, რეზო ამა­ზე გა­გიჟ­და. ოთახ­ში რკი­ნის სა­წოლ­ზე წა­მო­წო­ლილ რე­ზოს აქეთ-იქი­დან ახალ­გაზ­რდა სტუ­დენ­ტი გო­გო­ე­ბი ეს­ხდნენ, ზოგი რე­ზოს ფეხ­ზე იყო მიყრდნო­ბი­ლი, ზოგი – მუ­ცელ­ზე, ზოგი თავ­ზე ხელ­საც უს­ვამ­და მო­მა­ვალ მე­სი­ას, თავი ჰა­რამ­ხა­ნა­ში მე­გო­ნა. რაც შე­ე­ხე­ბათ ბი­ჭებს, ზოგი სკამ­ზე იჯდა, ზოგი – ია­ტაკ­ზე, ზო­გიც კე­დელ­ზე იყო მიყრდნო­ბი­ლი. რო­გორც ჩანს, ლექ­ტო­რი ქა­ლებ­თან სი­ახ­ლო­ვის დროს უკე­თე­სად ქა­და­გებ­და, თა­ნაც სიბ­ნე­ლე­ში, ჰყვე­ბა ყა­რა­უ­ლაშ­ვი­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

თე­ო­ფი­ლე მა­ლა­ქი­ას სა­ხელს და­უ­კავ­ში­რეს 2009 წელს 18 წლის მა­რი­ამ მახ­ნი­აშ­ვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბაც. მა­რი­ამ მახ­ნი­აშ­ვი­ლი ტო­რონ­ტო­ში ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სით ცხოვ­რობ­და, ის სკო­ლი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, 50 წლის მა­მა­კაც­თან ერ­თად მაკ­დო­ნალდსში ნა­ხეს, რო­მელ­საც რუ­სუ­ლად და გერ­მა­ნუ­ლად ესა­უბ­რე­ბო­და. და­ა­კა­ვეს მა­რი­ამ მახ­ნი­აშ­ვი­ლის მამა, რო­მე­ლიც სას­ჯელს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით იხ­დის. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კა­ნა­დის სა­მე­ფოს პო­ლი­ცი­ამ გა­ავ­რცე­ლა ცნო­ბა, რომ ქარ­თვე­ლი მო­ზარ­დი მა­რი­ამ მახ­ნი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ტო­რონ­ტო­დან უგზო-უკვლოდ გა­უ­ჩი­ნარ­და, შე­საძ­ლოა, ქა­ლაქ ოკო­ტოკს­ში ყო­ფი­ლი­ყო. პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მახ­ნი­აშ­ვი­ლი ოკო­ტოკს­ში ნა­ხეს, სა­დაც ის ტუ­რის­ტებს ინ­დი­ე­ლე­ბის ტრა­დი­ცი­ულ სუ­ვე­ნი­რებს სთა­ვა­ზობ­და. თუმ­ცა მისი კვა­ლი ისევ გა­უ­ჩი­ნარ­და. მა­რი­ამ მახ­ნი­აშ­ვი­ლის ცხე­და­რი 2012 წელს ტო­რონ­ტოს ხე­ო­ბა­ში იპო­ვეს. დაკ­რძალ­ვა­ზე დას­წრე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის და მა­რი­ა­მის მე­გობ­რე­ბის გარ­და არა­ვის მის­ცეს. მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზად თვით­მკვლე­ლო­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, რა­საც ოჯა­ხი არ ეთან­ხმე­ბა. შვი­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე მის­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს მა­რი­ა­მის მა­მას, რო­მე­ლიც პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მახ­ნი­აშ­ვი­ლის საქ­მე 2014 წელს და­ი­ხუ­რა, თუმ­ცა პა­სუ­ხი, რა გახ­და ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის და მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი, დღემ­დე არ არ­სე­ბობს.

Ambebi.ge შე­ე­ცა­და თე­ო­ფი­ლე მა­ლა­ქი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბას, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ის ჩვენს წე­რილ­ზე ამ დრომ­დე არ გა­მოგ­ვხმა­უ­რე­ბია.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.