Header Ads

ტექნოპარკში ProductTank-ის ღონისძიებების სერია...

ტექნოპარკში ProductTank-ის ღონისძიებების სერია...

ტექნოპარკი



ტექნოპარკში დღეიდან ProductTank-ის ღონისძიებების სერია დაიწყო, რომელიც სტარტაპბიუროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით ტარდება.


ProductTank-ის შეხვედრების სერია 2010 წელს ლონდონში დაიწყო და ახლა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 155 ქალაქს აერთიანებს. ProductTank Tbilisi ყოველთვიური ივენთ-სერიების ფარგლებში სტარტაპ დამფუძნებლებს, პროდუქტ-მენეჯერებს, დიზაინერებსა და დეველოპერებს უმასპინძლებს, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას თბილისის სხვადასხვა მულტიფუნქციურ სივრცეებში მსმენელებს გაუზიარებენ. 


პირველი პროექტის ფარგლებში, ტექნოპარკში საკუთარ გამოცდილებას დამსწრე აუდიტორიას GIFFER – ის თანადამფუძნებელი რომა გუჯაბიძე და პროდუქტდიზაინერი გური სიჭინავა გაუზიარებენ.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.