სახელმწიფო არ არის პოდიუმი, არ შეიძლება...
ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალური ქსელის საშუალებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლის ხათუნა თოთლაძის ჩაცმულობას აკრიტიკებს.
ყოველგვარი ქვენა აზრების და ა.შ. გარეშე! უთხარით ვინმემ, რომ მაგრად ტეხავს! ახლა აღმოვაჩინე რომ ეს ქალბატონი ყველა ოფიციალური გამოსვლის დროს ასე მხრებზე მოსხმული პიჯაკით გამოდის! კი ბატონო, გავიგეთ, რომ ეს ახალი ლუქია უმაღლეს მოდურ ელიტაში! გავიგეთ, რომ თეთრ სახლში ასე დადის თვით მელანია ტრამპი მაგრამ მელანია არ არის საჯარო მოხელე! ის უბრალოდ, პრეზიდენტის ცოლია! ხოლო სახელმწიფო არ არის პოდიუმი! მელანია სახელმწიფოს სახელით არ მართავს ბრიფინგებს და არ გამოდის სიტყვით სენატში და საპარლამენტო კომისიებში! სხვაგან უნდა მოსხმულით იაროს და უნდაწამოგდებულით მხრებზე! ქვეყნის ეგიდითოფიციალური ბრიფინგების და ტრიბუნასთან გამოსვლების დროს ასე მხრებზე მოსხმული პიჯაკი მაგრად ტეხავს! სამარცხვინოა! ზოგისთვის მოდაში კისერზე შემოგდებული ჯემპრია და თავზე ბენდენა, მაგრამ არ შეიძლება ოფიციალური ბრიფინგების ასეთი ჩაცმულობით გამართვა ეს ქაჯობაა! აუხსენით ეს ვინმემ ამ ქალბატონს! მართლა რა ყველა შტერობა ამ ჩვენს ბედკრულ საქართველოში უნდა მოხდეს რა!- წერს ბაკურ სვანიძე.
წყარო: marshalpress.ge