ევროკავშირმა ბელარუსს სიკვდილის დასჯის გაუქმებისკენ მოუწოდა

ევროკავშირმა მორიგად მოუწოდა ბელარუსის ხელისუფლებას მიიღოს მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე. შესაბამისი განცხადება გაკეთდა ბელარუსში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ.
ბელარუსი დღეს ევროპაში ერადერთი ქვეყანაა, სადაც სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ მოქმედებს და რის გამოც მას ხშირად აკრიტიკებს დასავლეთი.
“მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას შეცვალოს სასიკვდილო განაჩენები და მიიღოს მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე, როგორც მისი გაუქმებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი“, - განაცხადეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
ეს განცხადება გასულ წელს ვიქტორ ლიტოვის მიმართ გამოტანილ განაჩენს დაუკავშირდა, რომლის მიმართაც სასამართლომ სიკვდილით დასჯა თანამესაკნის მკვლელობის გამო გამოიტანა.
მთლიანობაში გასულ წელს ბელარუსში 5 სასიკვდილო განაჩენი მიიღეს.
სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე ბელარუსში 1996 წელს რეფერენდუმი ჩატარდა, რა დროსაც ქვეყნის მოსახლეობის 80,5 %-მა მის შენარჩუნებას დაუჭირა მხარი.
სრულად
