Header Ads

სარგსიანი: ბაქო ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისგან შორსაა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება არის მტკიცებულება, რამდენად შორსაა ბაქო ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისგან, – ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა.

სერჟ სარგსიანმა შეხვედრაზე ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასარეგულირებლად მოლაპარაკებები გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.

8 თებერვალს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყნის მოსახლეობის პოლიტიკური და სტრატეგიული ამოცანა ერევანში დაბრუნებაა, რომელიც აზერბაიჯანის ისტორიული ტერიტორიაა. ალიევის განცხადებას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.