აგვისტოში ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში 189 ადამიანი მიეცა
აგვისტოში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 189 ადამიანი მისცა პასუხისგებაში, მათ შორის - 14 ნარკორეალიზატორი. უწყებამ გახსნილი ნარკოდანაშაულების შესახებ დღეს დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა.
გასული ერთი თვის განმავლობაში ამ ბრალდებით სამართალდამცველებმა დამნაშავეები აიყვანეს აჭარაში, მარნეულში, სადახლოში და აეროპორტის ტერიტორიაზე. მათგან ორი ირანის მოქალაქეა.
წყარო