Header Ads

რა შემთხვევაში ჩაითვლება, რომ პირი კანაფის ზემოქმედების ქვეშ არის

მარიხუანა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებებით, კანაფის ზემოქმედების ქვეშ მყოფად ჩაითვლება პირი, თუ ფაქტი დადასტურდება ერთობლივადგამოკვლეული კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნებით. ეს ინფორმაცია განმარტებულია კანონონპროქტში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და საქართველოს პარლამენტში 14 სექტემბერს დაარეგისტრირეს.

კანონპროექტის მიხედვით, თუ პირის მიმართ არსებობს ვარაუდის საკმარისი საფუძველი, რომ მან მოიხმარა კანაფი ან იმყოფება მისი ზემოქმედების ქვეშ, პოლიციელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ ადამიანს გამოკვლევების მიზნით წარუდგენს პირს.

ამასთან, კანონპროექტში განმარტებულია, რომ კანაფის მოხმარებად ითვლება მისი მიღების პროცესი ან მის მოსახმარებლად უშუალოდ მომზადების პროცესი.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს პირის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას კონკრეტულ შემთხვევებში. კერძოდ, პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს კანაფს ან მარიხუანას, რომელიც მას აქვს მცირე ოდენობით და რომელიც შეიძინა ან შეინახა, აგრეთვე 21 წლამდე პირი, რომელიც ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას სამედიცინო დახმარების გასაწევად, თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან', -ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტში ასევე, განსაზღვრულია ჯარიმის ოდენობა, რომლითაც აკრძალულ ადგილებში კანაფის მოწევისთვის დაჯარიმდებიან.

შსს-ს ცნობით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ქვეყანაში მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებებით, კანაფის ზემოქმედების ქვეშ მყოფად ჩაითვლება პირი, თუ ფაქტი დადასტურდება ერთობლივადგამოკვლეული კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნებით. ეს ინფორმაცია განმარტებულია კანონონპროქტში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და საქართველოს პარლამენტში 14 სექტემბერს დაარეგისტრირეს.

კანონპროექტის მიხედვით, თუ პირის მიმართ არსებობს ვარაუდის საკმარისი საფუძველი, რომ მან მოიხმარა კანაფი ან იმყოფება მისი ზემოქმედების ქვეშ, პოლიციელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ ადამიანს გამოკვლევების მიზნით წარუდგენს პირს.

ამასთან, კანონპროექტში განმარტებულია, რომ კანაფის მოხმარებად ითვლება მისი მიღების პროცესი ან მის მოსახმარებლად უშუალოდ მომზადების პროცესი.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს პირის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას კონკრეტულ შემთხვევებში. კერძოდ, პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს კანაფს ან მარიხუანას, რომელიც მას აქვს მცირე ოდენობით და რომელიც შეიძინა ან შეინახა, აგრეთვე 21 წლამდე პირი, რომელიც ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას სამედიცინო დახმარების გასაწევად, თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან", -ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტში ასევე, განსაზღვრულია ჯარიმის ოდენობა, რომლითაც აკრძალულ ადგილებში კანაფის მოწევისთვის დაჯარიმდებიან.

შსს-ს ცნობით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ქვეყანაში მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.