Header Ads

ქარიშხალ „ფლორენსს“ მსხვერპლი მოჰყვა

ვითარება ჩრდილოეთ კაროლინაში

სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა ქარიშხალ ფლორენსის გამო, რომელიც აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს. ამის შესახებ Washingon Post-ი იტყობინება. ქარიშხალმა ოთხივე ჩრდილოეთ კაროლინაში იმსხვერპლა.

 

        View this post on Instagram                  

The effects of Hurricane Florence are being felt in North Carolina, with winds whipping at 90 mph and life-threatening storm surges pushing ashore. . . #hurricaneflorence #florence #hurricane #northcarolina

A post shared by Respect My Hair! (@respectmyhair) on Sep 14, 2018 at 6:13am PDT

 

ქალაქ უილმინგტონში სახლს, რომელშიც ოჯახი იმყოფებოდა, ხე დაეცა. დედა-შვილი ადგილზე დაიღუპა, მამა რეანიმაციაში იმყოფება.

პენდერის ოლქში ქალს გულის შეტევა დაემართა და მასთან ნანგრევების გამო სასწრაფო ვერ მივიდა. ექიმების მოწყობილობას ხე დაეცა, რამაც კიდევ უფრო მეტად შეაფერხა დახმარება. 

ლენუარის ოლქში კაცი ქარიშხლის დროს გენერატორის ჩართვისას დაიღუპა. მომხდარის შესახებ დეტალები უცნობია.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.