Header Ads

რუმინეთში დასავლეთ ნილოსის ვირუსით 21 ადამიანი დაიღუპა

კოღო

რუმინეთში დასავლეთ ნილოსის ვირუსი გავრცელდა. სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, ვირუსმა მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 4 ადამიანი იმსხვერპლა, ჯამში კი დაღუპულთა რაოდენობამ 21-ს მიაღწია.

ვირუსი კოღოს ნაკბენით ვრცელდება. ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების 200-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. დასავლეთ ნილოსის ვირუსით ადამიანის დაღუპვის ფაქტი პირველად რუმინეთში აგვისტოში დაფიქსირდა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.