სუს-ში ზუგდიდის ყოფილი ვიცემერის გამოკითხვა დასრულდა
სუს-ის ინფორმაციით, ზუგდიდის ყოფილი ვიცემერის, გია გულორდავას გამოკითხვა დასრულდა. მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა უკვე დატოვა. თუმცა, ზუგდიდის ყოფილი ვიცემერი მედიასთან არ გამოჩენილა. ის, სავარაუდოდ, იმ გასასვლელიდან გავიდა, სადაც მედიის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ.
გულორდავამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. სუსის ინფორმაციით, ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელშიც ბიზნემენი ზურაბ კვირკვია ზუგდიდის უკვე ყოფილ მერს, ლაშა გოგიას ესაუბრება, გუშინ გავრცელდა. ჩანაწერში, ბიზნესმენი გოგიას ახსენებს, როგორ გადასცა გარიგების სანაცვლოდ მის მოადგილეს, გია გულორდავას 10 ათასი დოლარი კონვერტით. ასევე დამატებით როგორ ჩარიცხა კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე 30 ათასი ლარი.
ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან თავის Facebook-ზე დაწერა.
11 სექტემბერს ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის' საქმიანობის შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.
სუს-ის ინფორმაციით, ზუგდიდის ყოფილი ვიცემერის, გია გულორდავას გამოკითხვა დასრულდა. მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა უკვე დატოვა. თუმცა, ზუგდიდის ყოფილი ვიცემერი მედიასთან არ გამოჩენილა. ის, სავარაუდოდ, იმ გასასვლელიდან გავიდა, სადაც მედიის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ.
გულორდავამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. სუსის ინფორმაციით, ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელშიც ბიზნემენი ზურაბ კვირკვია ზუგდიდის უკვე ყოფილ მერს, ლაშა გოგიას ესაუბრება, გუშინ გავრცელდა. ჩანაწერში, ბიზნესმენი გოგიას ახსენებს, როგორ გადასცა გარიგების სანაცვლოდ მის მოადგილეს, გია გულორდავას 10 ათასი დოლარი კონვერტით. ასევე დამატებით როგორ ჩარიცხა კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე 30 ათასი ლარი.
ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან თავის Facebook-ზე დაწერა.
11 სექტემბერს ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმიანობის შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.წყარო
