Header Ads

რა მოეთხოვებათ და როგორი შეღავათები ექნებათ ავტობუსის ქალ მძღოლებს

მალე დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტს მძღოლი ქალები ეყოლება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია დასაქმების მიზნით მათ ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ სასწავლო კურსს სთავაზობს. მთავარი მოთხოვნაა, - კანდიდატი საქართველოს მოქალაქე იყოს, რომელსაც 3-წლიანი გამოცდილება და მართვის სუფთა ისტორია აქვს. პროექტის მიზანი სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაა.

როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ფინანსური დირექტორის, ირმა არევაძის განცხადებით, ქალ მძღოლებს ექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა.

„ქალი მძღოლები, რომლებსაც 10-წლამდე ასაკის შვილები ეყოლებათ, შეღავათიანი სამუშაო გრაფიკით ისარგებლებენ. ექნებათ გარკვეული დანამატები და ასევე, შვილის შეძენის შემთხვევაშიც მიიღებენ ფულად დახმარებას. 

სამუშაო ადგილი 25 ქალისთვისაა. კონკურსში მონაწილე მინიმუმ 24 წლის ასაკის უნდა იყოს. უნდა ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა.

კურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2018 წლის 21 სექტემბერია.

ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსზე ქალების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიამ 12 სექტემბერს გაავრცელა.

მალე დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტს მძღოლი ქალები ეყოლება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია დასაქმების მიზნით მათ ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ სასწავლო კურსს სთავაზობს. მთავარი მოთხოვნაა, - კანდიდატი საქართველოს მოქალაქე იყოს, რომელსაც 3-წლიანი გამოცდილება და მართვის სუფთა ისტორია აქვს. პროექტის მიზანი სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაა.

როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ფინანსური დირექტორის, ირმა არევაძის განცხადებით, ქალ მძღოლებს ექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა.

„ქალი მძღოლები, რომლებსაც 10-წლამდე ასაკის შვილები ეყოლებათ, შეღავათიანი სამუშაო გრაფიკით ისარგებლებენ. ექნებათ გარკვეული დანამატები და ასევე, შვილის შეძენის შემთხვევაშიც მიიღებენ ფულად დახმარებას. 

სამუშაო ადგილი 25 ქალისთვისაა. კონკურსში მონაწილე მინიმუმ 24 წლის ასაკის უნდა იყოს. უნდა ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა.

კურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2018 წლის 21 სექტემბერია.

ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსზე ქალების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიამ 12 სექტემბერს გაავრცელა.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.