Header Ads

ასტანის პოლიცია ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს შენობაში განთავსდება

Ramada Plaza ასტანაში

ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, კალმუხანბეტ კასიმოვის განცხადებით, დედაქალაქის პოლიციის დეპარტამენტი სასტუმრო Ramada Plaza-ში გადავა. კასიმოვი ამბობს, რომ ალმათიდან ასტანაში გადასვლის შემდეგ, სამართალდამცველებისთვის არცერთი შენობა არ იყო გამოყოფილი. ინფორმაციას ყაზახეთის მედია ავრცელებს.

„ერთი რაიონული განყოფილება კოტეჯშია განთავსებული, რომელიც კერძო პირისგან ვიქირავეთ. გამომძიებლები ფანჯრის რაფებზე სხედან“, - ამბობს მინისტრი და განმარტავს, რომ იძულებული გახდა გამოეცა ბრძანება პოლიციელების სხვა რეგიონში გადაყვანის აკრძალვის შესახებ.

სასტუმროს შენობის პოლიციისთვის გადაცემაზე მოლაპარაკებები დიდხანს მიმდინარეობდა და საბოლოოდ სამართალდამცველების სასარგებლოდ დასრულდა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.