Header Ads

საქართველომ წელს ტურისტული რეკორდი მოხსნა....

საქართველომ წელს ტურისტული რეკორდი მოხსნა....



ყოველ რეისს უცხოეთიდან ათეულობით სტუმარი მოჰყვება. ტურისტების რაოდენობის მხრივ შარშანდელი 8 მილიონიანი რეკორდი მოხსნილია. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ციფრები ნაკლებად მნიშვნელოვანია. თბილისის აეროპორტი ახლა იღებს სტუმრებს, რომლებმაც  საქართველო ყველაზე ჯადოსნური დღეების – ახალი წლის და მთავარი შვებულების გასატარებლად აირჩიეს.


ტურისტთა დიდი ნაწილი საქართველოში პირველადაა. ხიბლავთ შესაძლებლობა, რომ მოკლე დროში მრავალფეროვანი ტური შეიძლება დაიგეგმოს – ნახონ ზღვა და ისრიალონ მთებში.


საახალწლო პერიოდი ზაფხულის შემდეგ სტატისტიკურადაც ყველაზე აქტიური ტურიტული სეზონია საქართველოში.  საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ხუთეულშია, აქ მოგზაურობის რეკომენდაციას მსოფლიოს ავტორიტეტული ორგანიზაციები გასცემენ.




წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.