Header Ads

მარსის ატმოსფეროდან მეთანი გაქრა,...

მარსის ატმოსფეროდან მეთანი გაქრა,...

მარსი



2004 წელს ევროპული მისიის ფარგლებში მარსზე გაგზავნილმა Mars Express-მა სენსაციური აღმოჩენა გააკეთა – აპარატმა წითელი პლანეტის ატმოსფეროში არც თუ ისე მცირე რაოდენობით მეთანი აღმოაჩინა. ამ აღმოჩენის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ დედამიწაზე მეთანი ცოცხალი მიკროორგანიზმების შედეგად წარმოიქმნება. სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა იფიქრეს, რომ სიცოცხლე შეიძლება მარსზეც არსებობდეს. ამის შესახებ სტატია Der Standard-მა გამოაქვეყნა.


თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ მარსზე მეთანის არსებობის შესახებ იმედი, თუნდაც ის წარმოქნილი იყოს ბიოლოგიურად ან გეოლოგიურად, პრაქტიკულად დაიმსხვრა. ExoMars Trace Gas Orbiter-მა (TGO), რომელიც მარსს 2016 წლიდან სწავლობს, მისიის დაწყებიდან დღემდე პლანეტის ატმოსფეროში, თუნდაც მის კოსმოსურ მტვერში, მეთანის არსებობის კვალს ვეღარ მიაკვლია.


ამასთან აღსანიშნავია, რომ TGO-ს მგრძნობელობა გაცილებით მაღალია, ამიტომ შეცდომების ალბათობა დაბალია. 


ბელგიის კოსმოსური ასტრონომიის ინსტიტუტის მკვლევრებისთვის გაუგებარია, თუ რატომ აღარ ფიგურირებს პლანეტიდან მოპოვებულ სინჯებში მეთანის ნაწილაკების თუნდაც უმნიშვნელო რაოდენობა. 



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.