როგორ იტყუებიან ადამიანები თუ დღესასწაულის...

‘რა არის წინასაახალწლოდ ყველაზე მთავარი პრობლემა? ქმრის ან ცოლის მშობლები, რომლებიც ნერვებზე მოქმედებენ? თუ წარუმატებლად შემწვარი ბატი? (საქართველოს შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ გოჭიც)’. არცერთი, არამედ მხოლოდ ეს – ‘როგორ შევხვდე ჩემს ვნებიან პარტნიორს ისე, რომ ჩემს ცოლში (ქმარში) ეჭვი არ გამოვიწვიო’, – სწორედ ეს შეკითხვა აღელვებთ მოღალატეებს წლის ამ დროს, წერს გერმანული გამოცემა Stern-ის ჟურნალისტი გერნოტ კრამპერი.
ვებგვერდ Victoria Milan-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ვებზე დარეგისტრირებული კაცების 76%-ს, ხოლო ქალების 68%-ს საახალწლო დღეებშიც სურთ თავიანთ საყვარლებთან შეხვედრა.
‘იმისთვის, რომ ასეთ დროს რამდენიმე საათი თავისუფალი დრო გამონახონ, ქალების 32% ამბობს, რომ საახალწლო საჩუქრები აქვს კიდევ საყიდელი, ამ ფრაზას კაცების 10%-იც იყენებს. კაცების ძირითადი ნაწილი კი მოულოდნელად ძველი ნაცნობისა თუ მეგობრის ნახვას იმიზეზებს, რომელიც ზუსტად ახალი წლისა და შობის წინ გამოჩნდა ქალაქში. ასეთ ტყუილს კაცების 33% იყენებს, ქალების 25% კი საუკეთესო დაქალის ნახვას იმიზეზებს’, – წერს ჟურნალისტი სტატიაში.
სადღესასწაულო პერიოდში საქმიანი შეხვედრების შესახებ ტყუილი არც თუ ისე დამაჯერებელია, თუმცა ამ იდეას საყვარლის სანახავად კაცების 14% და ქალების 11% იყენებს.
კაცების 20% და ქალების 16% პარტნიორს ეუბნება, რომ კორპორატიულ საღამოზე მიდის. გამოკითხვის მიხედვით, კაცების 18%-ისთვის დღესასწაულის ოჯახში გატარება ტანჯვაა, ხოლო არაოფიციალურ პარტნიორთან გასაოცარი სექსის სურვილი გამოკითხული კაცების 36%-ს აქვს.
