როგორ მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს
როგორ მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, დაბლობსა და ბარში შესაძლებელია იყოს თოვლჭყაპი. მთიან და მაღალმთიან რაიონებში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა, ზოგან ქარბუქი.
როგორ მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს? ამასთან დაკავშირებით ვიდეოინსტრუქციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური Facebook-ზე ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში ძლიერმა ქარმა ქალაქში რამდენიმე სახლს სახურავები გადახადა, ჩაამსხვრია მინები და მოგლიჯა ხეები. დაშავდა ორი ადამიანი. ძლიერი ქარი ახლა თბილისშიც ფიქსირდება.
