რა სტატუსტი ექნება „ფონდი ქართუს“ მიერ...
რა სტატუსტი ექნება „ფონდი ქართუს“ მიერ...

საკრედიტო ბიუროში აცხადებენ, რომ „ფონდი ქართუს“ მიერ განულებულ სესხებზე სტატუსის ცვლილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს.
საკრედიტო ბიუროს განცხადებით, პირველ ეტაპზე ყველა ასეთ სესხს მიეთითება, რომ სესხი „ნაყიდია ფონდ ქართუს მიერ“. პროცესის დასრულების შემდეგ კი სესხებს მიენიჭება „დახურულის“ სტატუსი.
‘გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მას შემდეგ რაც გადმოგვეცემა აღნიშნული სესხების სრული სია, მონაცემები ჩასწორდება ავტომატურად, თქვენი მოთხოვნის დაფიქსირების გარეშე’, – აცხადებენ ბიუროში.
ამ დროისთვის, ვებგვერდზე vali.ge განთავსებულია ინფორმაცია 609 542 მსესხებლის, 1 360 991 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა 4 027 099 783 ლარია.
