Header Ads

ნიგერიაში მუსლიმებისა და ქრისტიანების დაპირისპირებას 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ნიგერიაში, კადუნას შტატში მდებარე ბაზარში, მუსლიმ და ქრისტიან მუშებს შორის დაპირისპირებას 55 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

მასობრივი დაპირისპირება ბაზრის ურიკების რიგში დაწყებული შელაპარაკებით დაიწო. მომხდარზე დაკავებულია 22 ადამიანი.



კადუნა მძაფრი ბრძოლის ადგილია მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის, - განსაკუთრებით 2001 წელს შტატში შარიათის კანონების შემოღების შემდეგ. ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი შეტაკება მოხდა 2000 წლის თებერვალში, როდესაც დაახლოებით 1 000 ადამიანი დაიღუპა.



შტატი დღემდე გაყოფილია, - მუსლიმები ძირითადად ცხოვრობენ ჩრდილოეთით, ხოლო ქრისტიანები - სამხრეთ ნაწილში.



კადუნა ნიგერიის მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრია. აქ მდებარეობს 1990-იანი წლების შუა პერიოდში ხანძრის შემდეგ აღდგენილი დიდი ბაზარი, სადაც ორი რელიგიის აღმსარებელთა დაპირისპირება ძალიან ხშირია.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.