Header Ads

Forbes-ის რუსული რედაქციის თანამშრომლებმა პროკურატურაში იჩივლეს

Forbes-ის რუსული რედაქციის თანამშრომლებმა ხელფასის დაგვიანების გამო, პროკურატურას მიმართეს. ჟურნალისტებს ივლისის თვის ხელფასი ამ დრომდე არ აუღიათ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს გამოცემის ორ ჟურნალისტზე დაყრდნობით წერს.

პროკურატურაში საჩივარი ჟურნალის გამომშვები კომპანია 'Ас рус медиа'-ს წინააღმდეგ არის შესული. რედაქცია ხელფასის დაგვიანებას ჟურნალისტებზე ზეწოლად აფასებს და მოითხოვს, რომ 'Ас рус медиа'-ში შემოწმება ჩატარდეს და შეწყდეს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევა. 

ჩვეულებრივ შემთხვევაში Forbes-ში ხელფასი თვის 15-იდან 30 რიცხვამდე გაიცემა. 

6 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ Forbes-ის რუსული გამოცემის ჟურნალისტებმა სექტემბრის ნომრისთვის სტატიების ჩაბარებაზე უარი განაცხადეს, მიზეზი კი ხელფასების არაღებაა.

Forbes-ის რუსულმა რედაქციამ პროკურატურას ივლისის დასასრულსაც მიმართა, მიზეზი აგვისტოს ნომრიდან სტატიის გაქრობა იყო, რომელიც მილიარდერ ზიავუდინ და მაგომედ მაგომედოვების 'საოჯახო ბიზნესზე' იყო. ამის შემდეგ Forbes-ის მფლობელმა ალექსანდრ ფედოტოვმა რედაქტორის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობიდან გაათავისუფლა: ნიკოლაი მაზურინის ნაცვლად ანდრეი ზოლოტოვი დაინიშნა. რედაქციამ ამერიკულ გამოცემას მიმართა და სთხოვა, რომ ამ თანამდებობაზე ზოლოტოვი არ დაემტკიცებინა.

მოსკოვის სასამართლოს განჩინების საფუძველზე 30 მარტს მილიარდერი ზიავუდინ მაგომედოვი დააკავეს. მას ბრალად ედება თაღლითობა და ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირი. 

 

Forbes-ის რუსული რედაქციის თანამშრომლებმა ხელფასის დაგვიანების გამო, პროკურატურას მიმართეს. ჟურნალისტებს ივლისის თვის ხელფასი ამ დრომდე არ აუღიათ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს გამოცემის ორ ჟურნალისტზე დაყრდნობით წერს.

პროკურატურაში საჩივარი ჟურნალის გამომშვები კომპანია "Ас рус медиа"-ს წინააღმდეგ არის შესული. რედაქცია ხელფასის დაგვიანებას ჟურნალისტებზე ზეწოლად აფასებს და მოითხოვს, რომ "Ас рус медиа"-ში შემოწმება ჩატარდეს და შეწყდეს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევა. 

ჩვეულებრივ შემთხვევაში Forbes-ში ხელფასი თვის 15-იდან 30 რიცხვამდე გაიცემა. 

6 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ Forbes-ის რუსული გამოცემის ჟურნალისტებმა სექტემბრის ნომრისთვის სტატიების ჩაბარებაზე უარი განაცხადეს, მიზეზი კი ხელფასების არაღებაა.

Forbes-ის რუსულმა რედაქციამ პროკურატურას ივლისის დასასრულსაც მიმართა, მიზეზი აგვისტოს ნომრიდან სტატიის გაქრობა იყო, რომელიც მილიარდერ ზიავუდინ და მაგომედ მაგომედოვების "საოჯახო ბიზნესზე" იყო. ამის შემდეგ Forbes-ის მფლობელმა ალექსანდრ ფედოტოვმა რედაქტორის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობიდან გაათავისუფლა: ნიკოლაი მაზურინის ნაცვლად ანდრეი ზოლოტოვი დაინიშნა. რედაქციამ ამერიკულ გამოცემას მიმართა და სთხოვა, რომ ამ თანამდებობაზე ზოლოტოვი არ დაემტკიცებინა.

მოსკოვის სასამართლოს განჩინების საფუძველზე 30 მარტს მილიარდერი ზიავუდინ მაგომედოვი დააკავეს. მას ბრალად ედება თაღლითობა და ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირი.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.