Header Ads

კოსოვო და სერბეთი სასაზღვრო ცვლილებების განხილვას დათანხმდნენ

კოსოვოსა და სერბეთში ხელისუფლების მაღალჩინოსნები მზად არიან სასაზღვრო ცვლილებები განიხილონ, რაც იმ სამშვიდობო შეთანხმების ნაწილია, რომელმაც კოსოვოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული, ხანგრძლივი უთანხმოება უნდა დაასრულოს. ინფორმაციას 'რადიო თავისუფლება' ავრცელებს.

თუმცა სკეპტიკოსები ამბობენ, რომ სასაზღვრო ცვლილებებს შესაძლოა მთელი ბალკანეთის რეგიონის დესტაბილიზაცია მოჰყვეს. 

სასაზღვრო ცლილებები სამხრეთ სერბეთში, ძირითადად, ეთნიკური ალბანელებით დასახლებული ნაწილის გაცვლას ჩრდილოეთ კოსოვოში, ძირითადად, ეთნიკური სერბებით დასახლებულ ტერიტორიებში გაცვლას ითვალისწინებს.

კოსოვოს პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი გამოვიდა წინადადებით, რომ სერბეთის პრესევოს ხეობის კოსოვოსთან მიერთების იდეაზე შესაძლოა იმსჯელონ პრიშტინასა და ბელგრადს შორის ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკების მომავალ რაუნდზე, რომელიც სექტემბერში ბრიუსელში უნდა გაიმართოს.

პრესევოს ხეობის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ეთნიკური ალბანელია, ისევე, როგორც სამხრეთ სერბეთის მეზობელი რეგიონებისა.

კოსოვომ 2008 წელს, ცალმხრივი წესით გამოაცხადა სერბეთისგან დამოუკიდებლობა. კოსოვოს სუვერენიტეტს არ აღიარებს სერბეთი, თუმცა როგოც სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, ეს საკითხი თეორიულად შესაძლებელია რეფერენდუმის გზით გადაწყდეს.

2018 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ზეგავლენასა და მიგრანტების ნაკადთან გამკლავების მიზნით, ევროკავშირი საზღვრების გაფართოებას გეგმავს. ევროკავშირი ალბანეთს, სერბეთს, მონტენეგროს, კოსოვოს, მაკედონიასა და ბოსნიასა და ჰერცეგოვინას გაწევრიანების წინადადებას გაუგზავნის 2025 წლისთვის. ამაზე კოსოვომ განაცხადა, რომ მზადაა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაჩქარებულ ვადებში გაიაროს.

თუმცა, მალევე ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ჟან კლოდ იუნკერმა, მიუნხენის ყოველწლიურ უსაფრთხოების კონფერენციაზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას გაუხვა ხაზი, და დასძინა, რომ ინტეგრაცია იქამდე ვერ მოხერხდება, ვიდრე ყველა სასაზღვრო დავა არ მოგვარდება. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.