Header Ads

“რუსთავი 2” იტყუება! ოჯახთან არ შემითანხმებია რომ ამის გასაჯაროებას ვაპირებ… ხათუნა ხოფერიას მიერ გავრცელებული პოსტი

“რუსთავი 2” იტყუება!  ოჯახთან არ შემითანხმებია რომ ამის გასაჯაროებას ვაპირებ… ხათუნა ხოფერიას მიერ გავრცელებული პოსტი

საქართველოს პარლამენტს ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს ავრცელებს და აცხადებს, რომ ნიკა გვარამიამ, “ნიჭიერის” ერთ-ერთი მონაწილის – გიორგი ცისკაძის შესახებ გაკეთებული განცხადება არ შეასრულა და საზოგადოება მოატყუა.
“რ2 იტყუება!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
არაერთხელ დაიწერა ინტერნეტ სივრცეში საოცრად ნიჭიერი, ხალასი, სიცოცხლის ტრფიალი ბავშვის, პროექტ ,,ნიჭიერის“ ფინალისტის გიორგი ცისკაძის ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ. ძალიან არ მინდა რომ ეს სენსიტიური თემა რაღაცნაირად პოლიტიკური გავხადო. მითუმეტეს ოჯახთან არ შემითანხმებია რომ ამის გასაჯაროებას ვაპირებ, მაგრამ გაჩუმებაც შეუძლებელია.
,,ნიჭიერის“ ფინალზე, ,,დემოკრატიის შუქურად“ წოდებული ტელევიზიის ყოფილმა გენერალურმა ადრე პროკურორმა და ახლა დირექტორმა გვარამიამ, მთელს საქართველოს აუწყა, რომ გიორგის დაენიშნებოდა 1 წლის განმავლობაში სტიპენდია 500 ლარის ოდენობით. იანვრის შემდეგ ბავშვს ჩაერიცხა მხოლოდ 500 ლარი, ისიც მას შემდეგ, რაც მთელმა საქართველომ გაიგო, რომ ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაში იყო.
აი, ასეთ სიმართლეს ღაღადებს რ2.
თბილისელების ბედზე დამაშვრალი და მოფიქარლი ზაალ უდუმაშვილი კი, რომელიც სწორედ იმ ჟიურის წევრი იყო, ერთხელაც არ გამოხმაურებია პირად შეტყობინენებს, რომელიც მისი მისამართით გაიგზავნა. 
ამჟამად გიორგი სასწრაფოდ უნდა გაემგზავროს თურქეთში, სადაც უნდა დაუდგინდეს დიაგნოზი, რაც თანხებთან არის დაკავშირებული და რომლის საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია.
იქნებ, ახლა მაინც ინებოს რ2-ის ხელმძღვანელობამ და დაპირებული თანხა გადასცეს ოჯახს.” – წერია ხათუნა ხოფერიას მიერ გვარცელებულ პოსტში.
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.