Header Ads

წაღვერის ტყეში ხანძარი 6 000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული

წაღვერის ტყეში ხანძარი 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გავრცელებული. ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფები მუშობენ. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უთხრეს.
უწყების ცნობით, ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება ხდება. სამაშველო სამსახურის შტაბი თბილისიდანაც გაემგზავრა.
ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებიც მონაწილეობენ.
წაღვერში, არჯევანიძის ტყეში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. 
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.