მკვლელობისთვის ძებნილი 6 წელი ზოოპარკში იმალებოდა
ავსტრალიაში მკვლელობისთვის ძებნილი მალკოლმ ნადენი 6 წლის განმავლობაში ზოოაპარკში იმალებოდა და ცხოველების საკვებს იპარავდა.
აღნიშნული ისტორიაზე მოთხრობილია წიგნში The Contracter, რომელიც დღეს გამოიცა.
2005 წელს ორმაგი მკვლელობის ჩადენის შემდეგ ნადენმა ზოოპარკს შეაფარა თავი, ის იპარავდა ცხოველებისთვის განკუთვნილ საკებს, ღამით კი მარტორქის ვოლიერში ეძინა. მისი პოვნა მხოლოდ 2012 წელს მოხერხდა.
სასამართლომ ნადენს ორმაგი მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.