Header Ads

"პატრიარქმა შორენას გათავისუფლების გადაწყვეტილება სამჯერ მიიღო, მაგრამ გადააფიქრებინეს "

შორენა თეთრუაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება პატრიარქმა სამჯერ მიიღო, თუმცა გარკვეული მეუფეების ჩარევის შედეგად პატრიარქმა ეს გადაწყვეტილება შეცვალა.
ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა მოწმის სოსო ოხანაშვილის ჩვენების საფუძველზე განაცხადა.

მისივე თქმით, დადასტურებული ფაქტია, რომ შორენა თეთრუაშვილი ინტრიგების დიდოსტატია და ამის გამო ბევრ სასულიერო პირს ჰქონდა სურვილი რომ ის ჩამოშორებოდა საპატრიარქოს საქმიანობას.

'' სწორედ ამიტომ მიიღო პატრიარქმა გადაწყვეტილება,  მისი გათავისუფლების და არა ერთხელ - სამჯერ. თუმცა ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ რამოდენიმე მეუფე იყო შესული პატრიარქთან და შეაცვლევინეს მას ეს აზრი',- განაცხადა  ადვოკატმა.

თბილისის სამოქალაქო  სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე სოსო ოხანაშვილის დაკითხვა დასრულდა.  

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.