Header Ads

"ქალები ძირითადად უზბეკეთიდან შემოჰყავთ თუმცა, არც ქართველი მეძავი ქალების ნაკლებობაა"




აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ტრეფიკინგის შესახებ 2017 წლის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლის მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ანგარიშში ვკითხულობთ: "მიუხედავად ამისა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველო არის გოგონებისა და ქალების სექსტრეფიკინგის, ასევე მამაკაცების, ბავშვების შრომითი ექსპლუატაციის წყარო, სატრანზიტო და საბოლოო დანიშნულების ქვეყანა. ქალები და გოგონები საქართველოდან სექსტრეფიკინგს ექვემდებარებიან როგორც ქვეყანაში, ასევე თურქეთში... ქალები ცენტრალური აზიიდან და აზერბაიჯანიდან იძულებით პროსტიტუციას ექვემდებარებიან აჭარის რეგიონის სატურისტო ადგილებში. ტრეფიკინგის მსხვერპლთა უმეტესობა ახალგაზრდა უცხოელი ქალები არიან, რომლებიც სამუშაოს ეძებენ. ქართველი მამაკაცები და ქალები იძულებით სამუშაოს ექვემდებარებიან ქვეყანაში ან მის გარეთ, თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ეგვიპტეში, კვიპროსსა და ერაყში. ქართველი, ბოშა და ქურთი ბავშვებიც იძულებით მათხოვრობას ექვემდებარებიან".
არანაკლებ დღეში არიან ზრდასრული ადამიანებიც. გახშირდა შემთხვევები, როცა უცხოელი დამქირავებელი ძალადობს ქართველ მუშახელზე და არ უხდის ხელფასს, აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას. იჩაგრებიან ქალებიც, რომლებიც უზბეკეთიდან შემოდიან. მათი მონაყოლიდან ჩანს, როგორ ექცევიან სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეები. კიდევ ერთ მახედ ქართველებისთვის იქცა პოლონეთი, სადაც ქართველი მამაკაცები გადაჰყავთ, ჰპირდებიან მაღალანაზღაურებად სამსახურებს და უმეტეს შემთხვევაში იქ ჩასულებს ქუჩაში ძილი და მონური ცხოვრება უწევთ.
"აჭარაში პროსტიტუცია გადაულახავ პრობლემად რჩება"
გონიოელი ნ. გოგიტიძე: "იმის მიუხედავად, რომ სამართალდამცავებმა შარშან რამდენიმე პირი პროსტიტუციისთვის ფაქტზე დააკავეს, პრობლემა ისევ გადაუჭრელია. მაშინ დაკავებულთა ნაწილი მალე გამოუშვეს. აქაურები სახლებს ისევ აქირავებენ, ძირითადად, თურქებზე, ისინი კი ამ სახლებს პროსტიტუციისთვის იყენებენ. ისევ შემოჰყავთ ქალები უცხოეთიდან, ძირითადად, უზბეკეთიდან, თუმცა, არც ქართველი მეძავი ქალების ნაკლებობაა. პოლიციამ კარგად იცის, სად არის მათი ბუნაგები, მაგრამ აჭარაში პროსტიტუცია ისევ გადაულახავ პრობლემად რჩება და ეს განსაკუთრებით თვალში საცემია ზაფხულში.
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.