Header Ads

''ჩემი ცოლის დაქალები" სკანდალში გაეხვა - ''სერიალის შემოქმედებითმა ჯგუფმა კანონი დაარღვია''




"ჩემი ცოლის დაქალების" მე-11 სეზონის ფინალური სერიის ერთ-ერთ ეპიზოდში ჩანს, რომ გრიშა კაკაჩია დნმ-ის ანალიზის პასუხს დახევს და ქაღალდის ნაგლეჯებს მანქანიდან ქუჩაში ყრის.

აღნიშნულ ეპიზოდს სკანდალი მოჰყვა და ჟურნალისტმა ირაკლი მანაგაძემ ჩცდ-ს გუნდი გარემოს დაბინძურებაში დაადანაშაულა.

"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 69. გარემოს დაცვის ნორმების დარღვევა:

1. გარემოს დაცვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან სამას ლარამდე. ჩემი ცოლის დაქალები შემოქმედებითმა ჯგუფმა კანონი დაარღვია და გარემოს დაბინძურებას პოპულარიზაცია გაუწია" - წერს მანაგაძე.

აღნიშნულს სერიალის სცენარისტი, ქეთი დევდარიანი ეხმაურება. მანაგაძის პოსტს აზიარებს და წერს: 

"მოკლედ, რომელიმე პროდიუსერმა უნდა ჩაატაროს პრესკონფეტენცია და განმარტოს, რომ სინამდვილეში არც გრიშა არსებობს და არც მაპი მოგვცეს".

''ჩემი ცოლის დაქალები" სკანდალში გაეხვა - ''სერიალის შემოქმედებითმა ჯგუფმა კანონი დაარღვია''
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.