"ჩემი ძმა არ მინახავს გარდაცვლილი და არავის დაურეკავს ოჯახში" -გარდაცვლილის დის კომენტარი
ჟურნალისტმა თეა ჩეჩელაშვილმა ბათუმში ერთ-ერთი გარდაცვლილი ბიჭის გიორგი ხაჭაპურიძის "ფეისბუქ" გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა და დაუწერა:
"როგორ მენანები გიო. ჯიუტად არ მჯერა,რომ დაგვტოვე" - წერს ჟურნალისტი თეა ჩეჩელაშვილი.
ჟურნალისტის ამ პოსტს გარდაცვლილი გიორგი ხაჭაპურიძის და გამოეხმარა და კომენტარი დაუწერა. როგორც ჩანს, იმ დროისთვის, როდესაც ჟურნალისტმა პოსტი გამოაქვეყნა, გარდაცვლილის დამ და ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ, რომ გიორგი ხაჭაპურიძე გარდაცვლილი იყო.
"საკუთარი თვალით ნახე თეა ამ პოსტს რომ დებ? მე გიორგის და ვარ და არ მინახავს გარდცავლილი ჩემი ძმა და არც არავის დაურეკავს ოჯახში." - წერს კომენტარებში გარდაცვლილი გიორგი ხაჭაპურიძის და.
დღეს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს.

