Header Ads

უცხოური მედია: თორნიკე შენგელიამ ლიტვის ნაკრებს "ცეცხლი წაუკიდა" და მთლიანად "გადაწვა"



eurobasket.com ევრობასკეტის სტარტზე საქართველოს საოცარი გამარჯვების შესახებ წერს.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ საქართველომ B ჯგუფის უდავო ფავორიტი ლიტვის ნაკრები იმედგაცრუებული დატოვა. 

"თორნიკე შენგელია უბრალოდ შეუჩერებელი იყო, რომელმაც გამარჯვებულების რიგებში 29 ქულა მიითვალა" - აღნიშნულია eurobasket.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

საქართველოს ნაკრების გამარჯვებაზე წერს nba.com-იც სტატიაში "Worriors-ის მოთამაშეები ევრობასკეტზე". 

ინტერნეტგამოცემა eurohoops.net კი აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება ნამდვილ თრილერში საკუთარი ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე მოიპოვა, განსაკუთრებით კი ბოლო წუთებში. 

"მთავარი ვარსკვლავი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც ლიტვის ნაკრებს "ცეცხლი წაუკიდა" და მთლიანად "გადაწვა" - წერს სტატიის ავტორი. 

საქართველომ "ევრობასკეტის" პირველ მატჩში ლიტვა ანგარიშით79:77 დაამარცხა.
    Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.