პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემა დაიწყო
ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღების მიზნით გამოცხადებული მორიგი აქციით ამ დრომდე 100 000-მდე ადამიანმა ისარგებლა.
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, საარჩევნო სიის დახვეწის პროექტის ფარგლებში, აქცია 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
გლდანის საზოგადოებრივ ცენტრში 1 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ აქციის მიმდინარეობა შეაფასა და მოქალაქეებს აქციით სარგებლობის პირობები გააცნო.