ჰააგის სასამართლოზე ხორვატმა გენერალმა ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ საწამლავი დალია

ყოფილი იუგოსლავიის საქმეზე ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის სხდომაზე, ხორვატმა გენერალმა სლობოდან პრალიაკმა სააპელაციო კომისიის მიერ ვერდიქტის გამოცხადების შემდეგსაწამლავი დალია, ამის შესახებ bbc.com იუწყება.
როცა მან შეიტყო, რომ მისი განაჩენი ძალაში დარჩა, პრალიაკმა მოსამართლეს განუცხადა: “საწამლავი დავლიე.”
საწამლავის მიღების ფაქტი, მისმა ადვოკატმაც დაადასტურა.
მოსამართლემ წარმოების შეჩერება და ჭიქის გამორთმევის ბრძანება გასცა.
ცნობისათვის, პრალიაკს 2013 წელს სამხედრო დანაშაულისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.