Header Ads

„სპეცოპერაციის ადგილიდან არცერთი პირი არ გაქცეულა“ - ფოტოზე ასახულიპირი ლიკვიდირებულია - www.saintereso.tk



ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებულ პირთა შორის ერთ-ერთი ფოტოზე ასახული პიროვნებაა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ის კონსპირაციულ ბინაში სპეცდანიშნულების რაზმის შტურმის დროს გარდაიცვალა, თუმცა მისი ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.



ლიკვიდირებულის შესახებ ინფორმაცია ჩვენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავამოწმეთ. უწყებაში ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარი არ კეთდება, თუმცა სუსის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო გიორგობიანმა განგვიმარტა, რომ ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ადგილიდან არცერთი პირი არ გაქცეულა.



„სპეცოპერაციის ფარგლებში დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი პირი არის დაკავებული, სამი კი ლიკვიდირებული. ინფორმაცია, რომ თითქოს ანტიტერორისტული ოპერაციის ადგილიდან სხვა პირებმა გაქცევა მოახერხეს, სიმართლეს არ შეესაბამება. გამოძიება მიმდინარეობს და დამატებითი ინფორმაცია მედიას მოგვიანებით მიეწოდება“, - აცხადებს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ნინო გიორგობიანი.

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.