245 000 სურათიდან, მესტიის ფოტო 15 საუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა -www.saintereso.tk
„ვიკის უყვარს ძეგლები“ (Wiki Loves Monuments) ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოკონკურსია, რომელიც სექტემბერში ტარდება. კონკურსს ორგანიზებას უწევენ ვიკიპედიის საზოგადოების წევრები ადგილობრივი ვიკიპედიელების დახმარებით.
მონაწილეები იღებენ ადგილობრივი მონუმენტებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოებს და ვიკისაწყობში (Wikimedia Commons) ტვირთავენ.
პროექტის აქტიური მხარდამჭერია იუნესკო.
კონკურსის მიზანია ხაზი გაუსვას ამა თუ იმ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და შეიქმნას ფოტოები, რომელთა გამოყენება ვიკიპედიაში და მის გარეთაც, ნებისმიერი ადამიანისთვის, თავისუფალი ლიცენზიით იქნება შესაძლებელი.
ვიკიპედიის ქართულენოვანი განყოფილების ორგანიზებით, ბოლო ორი წელია, კონკურსში საქართველოც მონაწილეობს.
პროექტის ფარგლებში, 2016 წელს, ჩვენი ქვეყნის ძეგლების ამსახველი 6 929 ფოტო აიტვირთა, 2017 წელსკი 2 052.
პროექტში მონაწილე ქვეყნებში გამარჯვებული ადგილობრივი ფოტოები შემდეგ მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონკურსში, რომელშიც გამოვლინდება 15 საუკეთესო ფოტო ყველა მონაწილე ქვეყანას შორის.
2017 წელს კონკურსში მონაწილე ქვეყნები
წელს, 15 საუკეთესო ნამუშევარს შორის საქართველოში გადაღებული ფოტოც მოხვდა. უკრაინელი დმიტრო ბალხოვიტინის მიერ მესტიაში, სვანური კოშკებისთვის გადაღებულმა სურათმა მე-13 საპრიზო ადგილი დაიკავა.
2017 წელს, ფოტოკონკურსში 54 ქვეყანა მონაწილეობდა. აიტვირთა 245 000-ზე მეტი ფოტო. ვიკიპედიას და მის დობილ პორექტებს საკუთარი ნამუშევრები 10 000-ზე მეტმა ფოტოგრაფმა შესწირა თავისუფალი ლიცენზიით გამოყენებისთვის.
საბოლოოდ, თითოეული მონაწილე ქვეყნიდან გადაგზავნილ საუკეთესო 489 ფოტოს შორის, საერთაშორისო ჟიურიმ 15 რჩეული გამოავლინა. მათ შორის მოხვდა მესტიის ფოტოც.
1. ხანდობის ტაძარი, ქალაქი პუნა, ინდოეთი.
2. მთის მღვიმეში დამალული სამეფო პავილიონი, ტაილანდი.
3. ბაიტულ-მაკარამის მეჩეთი, დაკა, ბანგლადეში.
4. ბარონ ემპინის სასახლე, კაირო, ეგვიპტე.
5. ვერუკოლეს ციხესიმაგრე, ტოსკანა, იტალია.
6. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს ისევ იგივე ვერუკოლეს სასახლეა, ინტერიერი.
7. მარტოდმარტო მკითხველი, ბაიტულ-მაკარამის მეჩეთი, დაკა, ბანგლადეში.
8. მონრეალის ღვთისმშობლის ბაზილიკა, კანადა.
9. ბუდისტური ტაძარი ვატ-ბენჩამაბოპჰიტი, ბანგკოკი, ტაილანდი.
10. სიდნეის ოპერის თეატრი, ავსტრალია.
11. მიტოვებული ნავმისადგომი, ბრაიტონი, გაერთიანებული სამეფო.
12. სამორინეს დარბაზი, ვისბადენი, გერმანია.
13. XII საუკუნეების სვანური კოშკები, მესტია, საქართველო.
14. ტაბატაბაეის ისტორიული სახლი, ქაშანი, ირანი.
15. მოხუცი კაცი იტალიის ქალაქ კომაკიოს ისტორიულ ცენტრში.