'კანონიერი ქურდი' სახელად კობა უკრაინიდან გააძევეს - www.saintereso.tk
უკრაინელმა სამართალდამცველებმა დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს "კანონიერი ქურდი" სახელად კობა. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის ოლქის პოლიციის სამმართველო ავრცელებს.
"ოპერატიული სამუშაოების შედეგად დააკავეს წარსულში ნასამართლევი, კავკასიის რეგიონის მკვიდრი სახელად "კობა". ე.წ. კანონიერი ქურდი უკრაინიდან გააძევეს" - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციის ინფორმაციით, კობა ოდესაში ბინების ქურდობისა და თაღლითობის მიზნით იყო ჩასული. პოლიცია არ აკონკრეტებს, თუ რომელ ქვეყანაში გააძევეს დაკავებული "კანონიერი ქურდი".