Header Ads

TRECE Inc-ს პრეზიდენტი: ამერიკაში აზიურ ფაროსანას უკვე 12 წელია ვებრძვით, ეს დიდი გამოწვევა იყო

TRECE Inc-ს პრეზიდენტი: ამერიკაში აზიურ ფაროსანას უკვე 12 წელია ვებრძვით, ეს დიდი გამოწვევა იყო

ინვაზიური მავნებლის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა, დღეისათვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს და სამთავრობო კომისიის წევრი ყველა სახელწიფო სტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამის შესახებ უწყების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს საინფორმაციო შეხვედრაზე განუცხადეს.

მათ საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტების, 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება ფერომონიანი ხაფანგების განთავსება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, დაიწყება სპეც ტექნიკის, ფერომონების, ინსექტიციდების და სხვა დამხმარე საშუალებების მიღება და დასაწყობება შესაბამის რეგიონებში.

მათი ინფორმაციით, ფერომონიანი ხაფანგების განთავსება გაგრძელდება მაღალი რისკის ზონებში, ასევე მოხდება ადგილობრივი სპეციალისტების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მიერ სამონიტორინგე სისტემებზე ასახული ინფორმაციის მიღება და ანალიზი.

უწყების განმარტებით, ფართომასშტაბიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, შეძენილია 120 ერთეული მაღალი გამავლობის პიკაპი, ავტომანქანებზე დასამონტაჟებელი 70 ერთეული თერმული ნისლის გენერატორი, 50 ერთეული მცირემოცულობიანი სამანქანო შემასხურებელი, 100000 ფერომონი, 160000 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი, 200000 ლიტრი ზეთოვანი პირეტროიდული ინსექტიციდი.

აღნიშნული ინსექტიციდების და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია 250 000 ჰექტარი ფართობის დამუშავება 4 -ჯერადად.

აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით TRECE Inc-ს პრეზიდენტი, პროფესორი ბილ ვ. ლინგრენი აცხადებს:

საქართველოში ფაროსანას გავრცელების მასშტაბები ძალიან დიდი იყო, მაგრამ ხელისუფლება მდგომარეობას აკონტროლებს. ამერიკაში უკვე 12 წელია ვებრძვით აზიურ ფაროსანას. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო, იმიტომ რომ კრიზისი წლების განმავლობაში ვითარდებოდა. მიმდინარეობდა სამეცნიურო კვლევითი მუშაობა. ჩვენ შევიმუშავეთ ფერომონების სისტემა, რომლითაც ხდება დამჭერების გამოყენება, მაგრამ სანამ ფერომონებს ვიპოვიდით, რომელი იყო მისადაგებული აზიურ ფაროსანაზე, მანამდე ხდებოდა შეწამვლა. თავიდან წელიწადში დაახლოებით 15-20 წელიწადში ვწამლავდით. ეს არ იყო აუცილებელი, მაგრამ რადგან შეშინებული ვიყავით, შეწამვლა ხდებოდა მასობრივად - ყველა ვენახის და ყველა ბაღის. შემდეგ დაკვირვების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შეიძლება ინტეგრირებული მართვის სისტემების გამოყენება. შეწამვლა არის ერთ-ერთი მექანიზმი. მეორე პარაზიტი - ბუნებრივი მტერი, რომელიც ებრძვის აზიურ ფაროსანას. ვიფიქრეთ, ასეთი ბუნებრივი მტერი შემოგვეყვანა ამერიკაში, მაგრამ სანამ ჩვენ ვიპოვიდით რომელი იქნებოდა საუკეთესო, თავისით შემოფრინდა, გამრავლდა და ებრძვის ფაროსანას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მონიტორინგს. მონიტორინგის ფარგლებში ფერომონიზებული დამჭერები, რომელსაც ხალხში შეცდომით ხაფანგებს უწოდებენ, გამოიყენება ბაღებში. აზიური ფაროსანა არ ბუდობს ვენახებში და იმ კულტურებში, სადაც მეურნეობა წარმოებს. ის ბუდობს ველურ ბუნებაში და იქიდან ხდება შემოსევა. რომ ვიცოდეთ, რამდენი შემოესია ჩვენს ბაღს და ხეხილის, უნდა გვქონდეს დამჭერები. ფერომონი იზიდავს ფაროსანას და ის ხვდება წებოვან დამჭერზე. ასე ჩვენ შეგვიძლია დავითვალოთ, რამდენი ფაროსანაა ჩვენს ბაღში და ვენახში ფაროსანა და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება, საჭიროა თუ არა შეწამვლა. ამერიკის გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, ამერიკაში აზიურ ფაროსანას ყურძენი არ უყვარს, მაგალითად არის შტატები, სადაც გვერდიგვერდ არის თხილის ბაღები და ვენახები. თხილის ბაღებში ვლინდება აქტიურად მწერი, ხოლო ვენახშია რ ფიქსირდება; თუმცა საქართველოში ამ მაგალითის გადმოტანა რისკია;

კრის ბერგი - ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის სასოფლო-სამეურნეო კვლევებისა და ექსტენციის ცენტრის პროფესორი

აზიური ფაროსანა ნამდვილად რთული გამოწვევაა, მაგრამ ეს გამოწვევა მართვადია თუ იქნება კოორდინირებული ძალისხმევა, მოხდება ხელისუფლების, ფერმერების, მეცნიერების საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების გაერთიანება. თუ ყველა შევუტევთ ამ პრობლემას ნამდვილად იქნება შედეგი, რაც იმას ნიშნავს, რომ პოპულაცია იქნება რეგულირებადი. ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვთ დიდი გამოცდილება და მზად ვართ გაგიზიაროთ.

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.